Panorama 1
21-ე, 18-ე და 13-ე ქრომოსომების ტრისომიები; ტრიპლოიდია; სასქესო ქრომოსომების ტრისომიები; X ქრომოსომის მონოსომია.
ახალი ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ ჩვეულებრივი სისხლის ანალიზით. Panorama არის მაღალი სიზუსტის არაინვაზიური დნმ-სკრინინგი გარკვეული ქრომოსომული მდგომარეობების რისკის შესაფასებლად.
Panorama არის ნაყოფის დნმ-ზე დაფუძნებული არაინვაზიური სკრინინგული ტესტი, რომელიც ორსულობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უკვე მეცხრე კვირიდან გაწვდით. Panorama გეხმარებათ გაიგოთ, არსებობს თუ არა ბავშვთან ქრომოსომული ანომალიების რისკი. ტესტისთვის მხოლოდ სისხლის ნიმუშია საჭირო. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვის სქესის გაგებაც.
Panorama NIPT ტესტის უპირატესობები
სკრინინგი ორსულობის ადრეული ვადიდან
ორსულობის მე-9 კვირიდან
არაინვაზიურია დედისა და ნაყოფისთვის
- ჩვეულებრივი ვენური სისხლის აღება
- ნიმუშს იღებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი
მოსახერხებელია სხვადასხვა ქალაქიდან
სინჯარების ნაკრების შესახებ ჰკითხეთ კონსულტანტს
სწრაფად
10–14 სამუშაო დღე
სიზუსტე: 99%
- ცრუ დადებითი პასუხების დაბალი მაჩვენებელი
- SNP-ზე დაფუძნებული მეთოდი დედისა და პლაცენტის დნმ-ს განასხვავებს
ნაყოფის ფრაქცია (პლაცენტური დნმ-ის წილი)
- ანალიზი ითვალისწინებს დედისა და პლაცენტის დნმ-ს
- შედეგისთვის აუცილებელია ნაყოფის საკმარისი ფრაქცია
Panorama იყენებს თანამედროვე ბიოინფორმატიკულ მეთოდებს და აფასებს სხვადასხვა ქრომოსომული მდგომარეობის რისკს, მათ შორის:
• ქრომოსომული ანომალიები;
• სქესობრივი ქრომოსომების ანომალიები;
• გარკვეული მიკროდელეციები.
პროცედურა მოიცავს 3 ეტაპს:
1-ლი ეტაპი
ხდება დედის ვენური სისხლის ნიმუშის აღება
მე-2 ეტაპი
სისხლის ნიმუშები სპეციალური, მსხვრევისგან დაცული ნაკრებით (Collection kit) პირდაპირ აშშ-ში, Natera-ს ლაბორატორიაში იგზავნება.
მე-3 ეტაპი
ტესტის შედეგებს 10–14 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ.
პრენატალური დიაგნოსტიკის საერთაშორისო საზოგადოების (ISPD) მონაცემებით, არაინვაზიური პრენატალური ტესტი, მათ შორის Panorama, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი სკრინინგული ტესტი ნებისმიერი ასაკის ორსულებისთვის. დაუნის სინდრომი და ზოგიერთი სხვა ქრომოსომული პათოლოგია უფრო ხშირად გვხვდება 35 წელს გადაცილებული დედებისგან დაბადებულ ბავშვებში. სხვა პათოლოგიები, რომლებსაც Panorama ტესტი ავლენს, მაგალითად, მიკროდელეციური სინდრომები, ერთნაირი სიხშირით გვხვდება ნებისმიერი ასაკის ქალებისგან დაბადებულ ბავშვებში.
ხელმისაწვდომია Panorama-ს სამი სკრინინგ-პანელი. პანელის არჩევა ორსულობის თავისებურებებზეა დამოკიდებული.
21-ე, 18-ე და 13-ე ქრომოსომების ტრისომიები; ტრიპლოიდია; სასქესო ქრომოსომების ტრისომიები; X ქრომოსომის მონოსომია.
Panorama 1-ის ყველა კვლევა და დამატებით 22q11.2 დელეციის სინდრომი (დი ჯორჯის სინდრომი).
ზემოაღნიშნული დარღვევები და მიკროდელეციების გაფართოებული პანელი: 1p36, ანგელმანის სინდრომი, კატის კნავილის სინდრომი და პრადერ-ვილის სინდრომი.
ნაყოფის სქესისა და რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა ყველა პანელში შედის; რეზუს-ფაქტორი დგინდება მხოლოდ რეზუს-უარყოფითი დედების შემთხვევაში.
ტყუპი ორსულობის, IVF-ის, დონორის კვერცხუჯრედისა და სუროგატული ორსულობის შემთხვევაში პანელების ხელმისაწვდომობა განსხვავდება. პანელის არჩევისას მიმართეთ სპეციალისტს.